გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლანჩხუთის მერმა სტიქიით დაზარალებული ოჯახები მოინახულა

31-03-2023

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 28-29 მარტს ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს, მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია შესაბამისი კომისიაც.


ამ დროისთვის ენერგოპროჯორჯიას სამსახურების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, აბონენტებისთვის სრულად აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება, მერიის მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლების მიერ წაქცეული ხეებისგან მოხდა გზების გაწმენდითი სამუშაოები.


დაზარალებული ოჯახები ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად მოინახულა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას დაპირდნენ.