გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლებმა, ტრაპიზონში, თევზში მალაქიტის მწვანის განსაზღვრის მეთოდები შეისწავლეს

31-03-2023

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლებმა, ტრაპიზონში სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, თევზში მალაქიტის მწვანის განსაზღვრის მეთოდები შეისწავლეს.


სპეციალისტებს ჩაუტარდათ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები. ქართველმა სპეციალისტებმა შეისწავლეს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი კვლევის მეთოდი, რაც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას შესაძლებლობას აძლევს, ბიზნესოპერატორებსა და დაინტერესებულ პირებს აღნიშნული მიმართულებით მაღალკვალიფიციური მომსახურება შესთავაზონ.


სწავლება თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სატყეო სამინისტროს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგიონულ ლაბორატორიაში ჩატარდა.


აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს ტრაპიზონის სურსათის უვნებლობის სახელმწიფო ლაბორატორიასთან. თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება.