გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზურაბ ქადაგიძე: 32 წლის წინ, 31 მარტს ზვიად გამსახურდიამ საქართველოს ხალხის ნება ამცნო და თავისუფლება მიულოცა, ხოლო დღეს, იმავე 31 მარტს, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველს სახეში შეაფურთხა და საკუთარი მონური ფსიქოლოგიის პრეზენტაცია მოუწყო

31-03-2023

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილ ანგარიშს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„როგორი პარადოქსია არა? 32 წლის წინ, 31 მარტს ზვიად გამსახურდიამ საქართველოს, ხალხის ნება ამცნო და თავისუფლება მიულოცა, ხოლო დღეს, იმავე 31 მარტს, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ ამომრჩეველს სახეში შეაფურთხა და საკუთარი მონური ფსიქოლოგიის პრეზენტაცია მოუწყო. იმავე ტრიბუნიდან, საიდანაც სუვერენული საქართველოს დაბადება გაჟღერდა, 32 წლის შემდეგ, ქვეყნის სუვერენიტეტის მესაფლავედ მოგვევლინა საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ისეთი უსამშობლო ნაძირალა აღმოჩნდა, ვისთვისაც დამოუკიდებლობა, ქართული იდენტობა, სამშობლოს აღქმა და სუვერენიტეტი პარიზულ „ვორქშოპებზე“ ისწავლება...


სამარცხვინო პერსონა გახდა სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის საპატიო სტატუსი, უზრუნველ პენსიასა და ოჯახის წევრების კარიერულ პერსპექტივაში გადაახურდავა“, - წერს ქადაგიძე.