გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მამუკა მდინარაძე: რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით რადიკალურ ოპოზიციაში დიდ ენთუზიაზმს ვერ ვხედავთ

1-04-2023

ვერ ვხედავთ დიდ ენთუზიაზმს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით რადიკალურ ოპოზიციაში. მათი მიზანია, რომ როდესაც ვერ მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს, ყველაფერი უნდა გააკეთონ ხელისუფლების შესაცვლელად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.


„12-დან დარჩენილია 3 საკითხი, დანარჩენი პრაქტიკულად შესრულებულია. ამ სამიდან ორი ეხება ვენეციის კომისიის დასკვნიდან გამომდინარე შესასრულებელ რეკომენდაციებს და მივყვებით დეტალურად თითოეულ ფრაზას. არ ვიცი, პოლარიზაციის საკითხს რა ეშველება იმ ფონზე, როდესაც, მაგალითად, პრეზიდენტიც კი პოლარიზაციის ახალ ეტაპს იწყებს და სრულად ჯდება „ნაცმოძრაობის“ ნარატივში, მაშინ, როცა ის გამაერთიანებელი და ზეპარტიული უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ. ვერ ვხედავთ დიდ ენთუზიაზმს ამ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით რადიკალურ ოპოზიციაში.


მათი მიზანია, რომ როდესაც ვერ მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს, ყველაფერი უნდა გააკეთონ ხელისუფლების შესაცვლელად“, - აცხადებს მდინარაძე.