პარასკევი, მაისი 23, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
თამთა მეგრელიშვილი ლაზარე გრიგორიადისზე: პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა არ უნდა დაისაჯოს? - კიდევ რამდენი „ნაცი“ გაბედავს მოძალადის დაცვას უნდა დავაკვირდეთ

1-04-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი 7- 9 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

მისი თქმით, ადამიანს, რომელიც პოლიციელს დასაწვავად იმეტებდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები იცავენ.

 

მეგრელიშვილი ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ დაკავებელმა პირმა, წარსულში საკუთარ მამასაც მიაყენა ფიზიკური დაზიანება.

 

„ადამიანი მამას რომ დაჭრის, ის სხვას დაინდობს? პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა არ უნდა დაისაჯოს?? კიდევ რამდენი ნაცი გაბედავს მოძალადის დაცვას ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.