პარასკევი, მაისი 23, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ლევან ნიკოლეიშვილი ლაზარე გრიგორიადისზე: მაინტერესებს, როგორ უჭერენ მხარს ნაცმოძრაობის კლასტერის ხალხი, როცა იციან, რომ ამ ადამიანმა ცეცხლი წაუკიდა ჩვენს გმირ პოლიციელებს, ამისთვის არ უნდა დაისაჯოს თუ რისი თქმა გინდათ?

1-04-2023

მაინტერესებს, როგორ უჭერენ მხარს ნაცმოძრაობის კლასტერის ხალხი, როცა იციან რომ, ამ ადამიანმა ცეცხლი წაუკიდა ჩვენს გმირ პოლიციელებს! ამისთვის არ უნდა დაისაჯოს თუ რისი თქმა გინდათ? - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საპროტესტო აქციებზე ძალადობრივი მოვლენების გამო დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ.

 

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, დასაკავებელია ყველა, ვინც პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილებს ესროდა, ცეცხლს უკიდებდა და სიკვდილისთვის იმეტებდა.

 

„არ მაინტერესებს დაკავებული გეი არის თუ არა და ორი ვიბრატორი ედო თუ არა დაკავებისას ჩანთაში. მე მაინტერესებს, როგორ უჭერენ მხარს, მას ნაცმოძრაობის კლასტერის ხალხი, როცა იციან რომ, ამ ადამიანმა ცეცხლი წაუკიდა ჩვენს გმირ პოლიციელებს! და რა, ამისთვის არ უნდა დაისაჯოს თუ რისი თქმა გინდათ??? არა მხოლოდ ის, უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილებს ესროდა, ცეცხლს უკიდებდა და სიკვდილისთვის იმეტებდა“, - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.