გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა ხურვალეთს გადაუფრინა

25-07-2018

დაახლოებით ერთი საათის წინ სოფელ ხურვალეთს რუსეთის სამხედრო ვერტმფრენმა გადაუფრინა.

ინფორმაციას ამის შესახებ, ხურვალეთში არსებული მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელი, ლუდმილა სალია სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს.

მისი თქმით რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო საზღვარი დაარღვია, სოფელ ხურვალეთს გადაუფრინა და ორჭოსანის სამხედრო ბაზაზე დაჯდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაუკავშირდა საქართვეოლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

,,ამ წუთას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არ ვფლობთ ინფორმაციას. გადავამოწმებთ და მოგახსენებთ, ნამდვილად დაარღვია თუ არა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო საზღვარი.“ - განაცხადა სუს-ის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, გორის რაიონი სოფელი ხურვალეთი ესაზღვრება რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოფლებს, 

qartli.ge