გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნიკოლოზ სამხარაძე: საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ დეპუტატების თუ პოლიტიკოსების სახელები და გვარები, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას

4-04-2023

ბატონმა მამუკა ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ შეხვედრაზე იყო, სადაც ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ საქართველომ სტატუსი არ უნდა მიიღოს. ვთხოვთ ბატონ მამუკას და ასევე ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს, გამოვიდნენ და დაასახელონ ის ადამიანები, ვინ ამბობს შეხვედრებზე, რომ საქართველომ სტატუსი არ უნდა მიიღოს - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ დეპუტატების თუ პოლიტიკოსების სახელები და გვარები, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

 

„ბოლო რამდენიმე კვირაა, ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები ცვლიან საკუთარ ფირფიტას და ამბობენ, რომ საქართველო თურმე იმსახურებს სტატუსს და ამ სტატუსს იმსახურებს იმის მიუხედავად, ვინ იქნება ხელისუფლებაში.

 

თუმცა, არის დარჩენილი კიდევ მეორე ნაწილი, რომელიც რადიკალურ ფრთას მიეკუთვნება, ნაციონალური მოძრაობა და ე.წ. ბოლშევიკური ტროიკა, რომელიც ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში საქართველომ არ უნდა მიიღოს სტატუსი. ამ ე.წ. ვაი პატრიოტების სახელები ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს.

 

ბატონმა მამუკა ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ შეხვედრაზე იყო, სადაც ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ საქართველომ სტატუსი არ უნდა მიიღოს. ვთხოვთ ბატონ მამუკას და ასევე ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს, გამოვიდნენ და დაასახელონ ის ადამიანები, ვინ ამბობს შეხვედრებზე, რომ საქართველომ სტატუსი არ უნდა მიიღოს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ დეპუტატების თუ პოლიტიკოსების სახელები და გვარები, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.