გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

შალვა პაპუაშვილი სალომე სამადაშვილს: თუ დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა მეორე ადამიანს - თქვენ მაინც მადლობას გადაუხდით?

4-04-2023

ქალბატონო სალომე, თქვენ, თქვენს გამოსვლაში, ერთ-ერთ ბრალდებულს გადაუხადეთ მადლობა. მე მაინტერესებს, თუ დადასტურდა, რომ ამ ადამიანმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა სხვა ადამიანს, მადლობას გადაუხდით თუ არა,’’- ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სხდომათა დარბაზში პარლამენტს წევრს სალომე სამადაშვილს, რომელმაც თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც საპროტესტო აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ქონების განადგურება ედება ბრალად.

 

პარლამენტის თავმჯდომარე დაინტერესდა, სალომე სამადაშვილი გადაუხდიდა თუ არა დაკავებულს მადლობას იმ შემთხვევაშიც, თუ დადასტურდებოდა, რომ მან სამართალდამცავის ცოცხლად დაწვა სცადა.

 

,,მაინტერესებს, თუ დადასტურდა, რომ ამ ადამიანმა ბენზინი გადაასხა სხვა ადამიანს და ცეცხლი წაუკიდა, გადაუხდით თუ არა მადლობას ხვალ. მიპასუხეთ კი თუ არა. ანუ არ გაქვთ ამაზე პასუხი. ქალბატონო სალომე, კითხვის არსი ხომ გესმით? შეგიძლიათ გაიგოთ კითხვა. ანუ არ მპასუხობთ, თქვენი მთელი ფარისევლობა, სწორედ ამაშია, რომ ამ შეკითხვას არ პასუხობთ. თუ დადასტურდა, რომ მან ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა მეორე ადამიანს, თქვენ მაინც მადლობას გადაუხდით იმიტომ, რომ სწორად გადაასხა ბენზინი და სწორად წაუკიდა ცეცხლი,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.