გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონული ოფისის დირექტორი ეწვია

4-04-2023

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოწვევით, საქართველოში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონული ოფისის დირექტორი ნიკოლას რალო იმყოფება. ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის რანგში.

 

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა შედგა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, სადაც მხარეებმა საქართველოსა და ICAO-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ქვეყანაში სამოქალაქო ავიაციის დარგის განვითარების კუთხით არსებული მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონული ოფისის დირექტორმა დადებითად შეაფასა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობა საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის კუთხით და ის პროგრესი რაც ქვეყანას აქვს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ბოლო აუდიტების შედეგების მიხედვით. ორმხრივი თანამშრომლობის ჭრილში, განსაკუთრებით ხაზი გაესვა სააგენტოს სპეციალისტების აქტიურ ჩართულობას იკაოს სხვადასხვა სამუშაო ფორმატებსა თუ ორგანიზაციის ეგიდით განხორციელებულ აქტივობებში, მათ შორის რეგიონის ქვეყნებისთვის გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.

 

შეხვედრაზე სააგენტოს მიერ წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია სააგენტოს როგორც სფეროს ზედამხედველი უწყების შესაძლებლობების გაძლიერების და ინსტიტუციონალური განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, საავიაციო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის (NASP) ფარგლებში, ფრენების უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებებზე და სხვა მნიშვნელოვან აქტივობებზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საჰაერო მიმოსვლის აღდგენის კუთხით არსებულ დადებით დინამიკაზე და საავიაციო ბაზრის გამოწვევებზე პოსტ-პანდემიურ პირობებში.

სტუმარმა უწყების წარმომადგენლებს გააცნო ICAO-ს სამომავლო გეგმები და ახალი პროექტები, რომლებიც უკავშირდება საავიაციო ხელისუფლებების მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო აქტიურად გააგრძელებს ჩართულობას ორგანიზაციის ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებებში. ნიკოლას რალომ ყურადღება გაამახვილა ავიაციის სფეროში ინოვაციური მიდგომების შემოტანის და თანამედროვე ციფრული გადაწყვეტების დანერგვის მნიშვნელობაზე. ამასთან მან ისაუბრა „მწვანე ავიაციის" პერსპექტივებზე და მიესალმა იმ ფაქტს, რომ საქართველო ჩაერთო ICAO-ს ნახშირორჟანგის კომპენსირებისა და შემცირების სქემის (CORSIA) ეტაპობრივი დანერგვის პროცესში.