გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ჯონ ბოლტონი ტრამპის საქმეზე: პირველი, ვინც გამახსენდა, იყო ლავრენტი ბერია, რომელმაც უთხრა სტალინს - „შენ კაცი მაჩვენე, მე გაჩვენებ დანაშაულს“

5-04-2023

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის ყოფილმა მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა აშშ-ის ექსპრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენა ლავრენტი ბერიას მიდგომას შეადარა.


„პირველი, ვინც გამახსენდა, იყო ლავრენტი ბერია, საბჭოთა „კაგებეს“ ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც უთხრა სტალინს - „შენ კაცი მაჩვენე, მე გაჩვენებ დანაშაულს“. მე, როგორც ადამიანმა, რომელსაც არ სურს, რომ ტრამპი რესპუბლიკელების კანდიდატი იყოს, უნდა ვთქვა, რომ ეს ჯდება ტრამპის ნარატივში. ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კითხვაზე - ვინ იყო ტრამპის ყველაზე დიდი პოლიტიკური მხარდამჭერი? - პასუხი შეიძლება იყოს ალვინ ბრაგი[ტრამპის საქმის პროკურორი]“, - განაცხადა ბოლტონმა.