გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზაალ ანჯაფარიძე ელენე ხოშტარიაზე: არის მასში რაღაც “კაგებეშნიკური”, ნაცისტურიც, ბოლშევიკურიც - სიების შედგენა და ამის მიხედვით ხალხის დევნა ხომ მათი ხელობა იყო

5-04-2023

არის მასში რაღაც კაგებეშნიკური, ნაცისტურიც, ბოლშევიკურიც, სიების შედგენა და მის მიხედვით ხალხის დევნა და ლიკვიდაცია, ხომ იმათი ტვინის ნაჟური და მათი ხელობა იყო, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ელენე ხოშტარიას იმ განცხადებას, რომლითაც “დროას” ლიდერმა ყველა იმ ადამიანის სიის შედგენის და პასუხისგების პირობა დადო, ვინც მისი თქმით, ლაზარე გრიგორიადისის ღირსების შელახვას ცდილობს.


როგორც ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, ხოშტარიას, ბოლშევიკების და ნაცისტების მავნე ტრადიციის გაგრძელებაში თანამოაზრებიც ჰყავს.


ანჯაფარიძემ აღნიშნა ისიც, რომ საზოგადოება მალე მსგავსი სახის განცხადებებს და ქმედებებს აღარ მოითმენს.


“არის მასში რაღაც კაგებეშნიკური, ნაცისტურიც, ბოლშევიკურიც, სიების შედგენა და მის მიხედვით ხალხის დევნა და ლიკვიდაცია, ხომ იმათი ტვინის ნაჟური და მათი ხელობა იყო. გააგრძელა მავნე ტრადიცია ხოშტარიამ და გგონიათ მარტოა? კიდევ ბევრი გვყავს ასეთები. ჩვენი დიდსულოვანი ქართული საზოგადოება ჯერ დათმენის უნარს ავლენს ამ შემადგენლობის მიმართ, მაგრამ გუმანი მეუბნება, რომ ამ დათმენის ფიალა ივსება. აი მერე რა მოხდება...” - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.