5-04-2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგიალატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ედიტ მედნის შეხვდა.მხარეებმა ორ ქვეყანას შორის აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
ოთარ შამუგიამ ხაზი გაუსვა საქართველო-ლატვიას შორის არაერთი მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობის და ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.
„ლატვია არის საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე, რისთვისაც მადლობას გიხდით. დღეს, როდესაც ჩვენ მნიშვნელოვან ეტაპს გავდივართ ამ გზაზე, ვემზადებით კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ჩვენი პარტნიორების, მეგობარი ქვეყნების გვერდში დგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს პროგრესი როგორც ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულების, ასევე რეფორმების განხორციელების მიმართულებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროგრესი ყველას დავანახოთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობისმიმართულებით გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობაზე ისაუბრა და წარმატებულ სავაჭრო ურთიერთობებს გაუსვა ხაზი.
ლატვიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ედიტ მედნიმ, ლატვიის მხარის სახელით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისდა გამოცდილების გაზიარების მიმართულებით მზაობა დაადასტურა.
„ლატვია ხელს შეუწყობს საქართველოს ყველა მიმართულებით, რაც ევროინტეგრაციაში დაეხმარება. ჩვენ ქვეყნებსშორის წარმატებული თანამშრომლობა არსებობს როგორცაგრარული, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით. თუმცა, შეგვიძლია უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები, გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო უკეთესად.ლატვიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საკმაოდ მაღალ დონეზე ისწავლება აგრარული მიმართულებები და მოხარული ვიქნებით, თუ ქართველი სტუდენტები განათლებას ჩვენთან მიიღებენ. მზად ვართ, გაგიზიაროთ წარმატებული გამოცდილება ნარჩენებისა და ტყის რესურსების მართვის, სურსათის უვნებლობის და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. იმედი მაქვს, ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გააქტიურდება და ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველო მიზანსმიაღწევს“, - აღნიშნა ედიტ მედნიმ.