გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი ამილახვარმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა

5-04-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ ღასან ხალილს უმასპინძლა. მხარეებმა სამინისტროსა და UNICEF-ს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა ღასან ხალილს და გაეროს ბავშვთა ფონდს განათლების სფეროში მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და განაცხადა, რომ საქართველოს განათლების სისტემის განვითარებაში UNICEF-ს უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და გაეროს ბავშვთა ფონდი სამომავლოდ კიდევ უფრო გააღრმავებენ თანამშრომლობას ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით.