გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ბიძინა გიორგობიანი: აშშ გზავნილი ასეთია- მათ სურთ იხილონ საქართველოში მორჩილი ხელისუფლება, ჯუჯა ქვეყანა-პროვოკატორი, ერთადერთი ფუნქციით- გამოიწვიოს რუსული აგრესია კავკასიაში

6-04-2023

„აშშ გზავნილი ასეთია- პრესის თავისუფლება ვიწროვდება, სასამართლო სისტემა კორუმპირებული მოსამართლეების ხელშია, შესაბამისად EU არ უნდა გაბედოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება ასეთი ქვეყნისათვის. შედეგად მათ სურთ იხილონ: საქართველოში მორჩილი ხელისუფლება,“- ამის შესახებ ყოფილი პოლიტპატიმარი ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.

 

მისი შეფასებით, ამავე მიზანს ემსახურებოდა თურქეთის საარჩევნო პროცესში აშშ ელჩის ჩარევა და აზერბაიჯან -სომხეთის კონფლიქტის გააქტიურება.

 

გიორგობიანის თქმით, მეზობლებთან რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერებით შესაძლოა დესტაბილიზაციის საფრთხის აცილება.

 

„აშშ გზავნილი ასეთია- პრესის თავისუფლება ვიწროვდება, სასამართლო სისტემა კორუმპირებული მოსამართლეების ხელშია (საკუთარ ცოდვებს კი არ ახსენებენ მოსამართლეებს, ანონიმური სანდო წყაროს ინფორმაციითო), შესაბამისად EU არ უნდა გაბედოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება ასეთი ქვეყნისათვის.

 

შედეგად მათ სურთ იხილონ: საქართველოში მორჩილი ხელისუფლება, ჯუჯა ქვეყანა-პროვოკატორი, ერთადერთი ფუნქციით- გამოიწვიოს რუსული აგრესია კავკასიაში. პროვოცირებული რუსეთის ხელით, დესტაბილიზაცია საქართველოსა და მთლიანად კავკასიაში, შესაბამისად აზია- ევროკავშირის დამაკავშირებელი ბოლო მშვიდობიანი არეალის აფეთქება. ამავე მიზანს ემსახურებოდა არნახულ ტრაგედია გადატანილი თურქეთის საარჩევნო პროცესში, აშშ ელჩის ჩარევა და აზერბაიჯან -სომხეთის კონფლიქტის გააქტიურება, მასში ირანის ფაქტორის შეტანა.

 

კრიზისიდან მდგომარეობიდან გამოსავალი მაინც არსებობს. მეზობლებთან რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერებით შესაძლოა დესტაბილიზაციის საფრთხის აცილება. ასევე მოუწევთ გამოსავლის მოძებნა მათ, ვინც ყველაზე ოდიოზური მოსამართლეები “სამიდღემჩიოდ” გაამწესა და პოლიტიკური მახე დაუგო საკუთარ თავს და ქვეყანას. პ.ს. “კომისიის გასაძლიერებლად” მოსამართლეების თემას აუცილებლად გამოეხმაურება სალომე ზურაბიშვილიც და თავის ჩიქორთული ქართულით მოყვება, როგორ ცუდ დღეშია აქ სასამართლო“- წერს ბიძინა გიორგობიანი.