გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი ამილახვარმა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

6-04-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან, სებასტიან მოლინეუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა.  მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

 

გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა სებასტიან მოლინეუსს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისა და საქართველოს განათლების სისტემაში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის.

 

საუბრისას მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო ორი პროექტი – „საქართველოს ადამიანური კაპიტალი“  და  „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q“. გიორგი ამილახვარის თქმით, აღნიშნული პროექტები უმნიშვნელოვანესია განათლების ყველა საფეხურზე ხარისხის გაუმჯობესებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების და გაძლიერების კუთხით.

 

მინისტრმა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის გაღრმავების სრული მზაობა გამოთქვა და განაცხადა, რომ პირადად იქნება ჩართული ერთობლივი პროექტების განხორციელების პროცესში.