გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კახეთსა და სამეგრელოში ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს

8-04-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთსა და სამეგრელოში, ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.


ყვარელში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, მოქალაქემ ბზის ნარგაობების დაზიანებით მოიპოვა  ტოტები (სამი ტომარა) და მის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა შემდგომი რეალიზების მიზნით. 


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დობერაზენში, გადამოწმების მიზნით შეჩერებულ ავტომანქანაში, მოქალაქეს განთავსებული ჰქონდა უკანონოდ მოპოვებული ბზის 3 ერთეული ნერგი და ათეულობით ტოტი.


ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი  1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრებულია.