გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე: არ არსებობს მტკიცებულება სავიზო შეზღუდვის თუ სანქციის დაწესების საფუძვლად, თუ არ იქნება მტკიცებულება, თავისუფლად შეიძლება ეს გადაწყვეტილება შეფასდეს როგორც უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელი

8-04-2023

არ არსებობს მტკიცებულება ამ სავიზო შეზღუდვის თუ სანქციის დაწესების საფუძვლად, ეს მართლაც დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის, სამწუხარო ფაქტია და ვიმედოვნებ, რომ ასეთი საკითხების პრევენცია შესაძლებელია, მომავალში მაინც მოხდეს, თუმცა არც პირიქით გამოვრიცხავ - ამის შსახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, თუ არ იქნება არცერთი მტკიცებულება, თავისუფლად შეიძლება ეს გადაწყვეტილება შეფასდეს როგორც უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელი.

 

„არცერთი არგუმენტი ან მტკიცებულება ჩვენ არ გვინახავს, დამატებით კი არა, საერთოდ არ არის ასეთი მტკიცებულება და სამწუხაროა, რომ მტკიცებულების გარეშე ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი უწესებს შეზღუდვებს, თავიდან ამას სანქცია ერქვა ყველას მხრიდან, გუშინ თქვენ ნახეთ, არ ვიცი, სვლა იყო გარკვეული ჩვენი მეგობრების მხრიდან, თუ არ მინდა დამატებით შეფასება, ყოველ შემთხვევაში, მათვე განმარტეს, რომ ეს იყო სავიზო შეზღუდვა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, სანქციის ფორმაა ერთ და მეორე შემთხვევაში და თუ არ იქნება არცერთი მტკიცებულება, როგორც დღეს არის და ეს მოცემულობა გვექნება განგრძობითად, მაშინ თავისუფლად შეიძლება ეს გადაწყვეტილება შეფასდეს როგორც უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელი.

 

ამასთანვეა დამოკიდებული საგამოძიებო კომისიის შექმნაც. საგამოძიებო კომისია რომ შექმნა, ერთი მტკიცებულება მაინც უნდა გქონდეს, რაზეც შეიძლება იმსჯელო. აქ ხომ არ არის მარტივად საკითხი რაღაც აბსტრაქტულ გარემოებებზე, საუბარია იმაზე, რომ კონკრეტული ადამიანები დაადანაშაულეს კონკრეტულ კორუფციულ გარიგებებში და საუბარი იყო ღამის ზარებზეც.

 

თუ ჩვენ ამ ბრალდებას შევხედავთ ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ვნახავთ, რომ ამ კორუფციული ბრალდების უკან არ დგას არც ერთი მტკიცებულება, მხოლოდ და მხოლოდ ეს შეფასება შეიძლება გაკეთდეს, რაც არ უნდა რთული სათქმელი იყოს იმ ადამიანისთვის, რომელსაც კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ აშშ არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ამ ქვეყნის მეგობარი.

 

აი, ასეთი დამოკიდებულება არის ყოვლად მიუღებელი, რადგან საქმე გვაქვს მტკიცებულების გარეშე კონკრეტული ღონისძიების გატარებაზე. პარტნიორ ქვეყანასთან მუდმივი კომუნიკაციაა, მუდმივად ვსაუბრობთ მსგავს თემებზე, მსგავსი შეიძლება, გადაჭარბებული იყოს, რადგან ასეთი რაღაც არ მომხდარა აქამდე. თუნდაც სანქცია არ იყოს და იყოს სავიზო შეზღუდვა, ამ შერბილებული პოზიციიდანაც კი არ მოჩანს ეს ყველაფერი კარგად. არ არსებობს მტკიცებულება ამ სავიზო შეზღუდვის თუ სანქციის დაწესების საფუძვლად, ეს მართლაც დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის, ეს მართლაც სამწუხარო ფაქტია და ვიმედოვნებ, რომ ასეთი საკითხების პრევენცია შესაძლებელია, მომავალში მაინც მოხდეს, თუმცა არც პირიქით გამოვრიცხავ“, – განაცხადა მდინარაძემ.