გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე: 9 აპრილი ტკივილით მოპოვებული სიხარულის, ჩვენი ერთიანობისა და ეროვნული სიამაყის დღეა

9-04-2023

9 აპრილი საბჭოეთის წინააღმდეგ ჯერ დისიდენტების, შემდეგ კი მთლიანად ქართველი ერის თავისუფლებისათვის ბრძოლის გვირგვინია. დღევანდელი დღე ტკივილით მოპოვებული სიხარულის, ქართველი ხალხის ერთიანობის და ეროვნული სიამაყის დღეა, - აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე.


მისივე თქმით, 9 აპრილის მოვლენებიდან სამ ათწლეულზე მეტი დრო გავიდა, თუმცა ამ დღეს მოპოვებული დამოუკიდებლობიდან დღემდე, ქართველ ხალხს კვლავ რეალური სახელმწიფოებრიობისთვის და სხვისი ზეწოლის წინააღმდეგ უწევს ბრძოლა.


„მას შემდეგ რამდენიმე ათეული წელი გავიდა და გვაქვს საშუალება შევაფასოთ ისტორიის ეს პერიოდი, შესაბამისად, გარკვეული დასკვნებიც გამოვიტანოთ. გზა, რომელსაც ახლა გავდივართ, რთულია და წინააღმდეგობებით არის სავსე. სირთულეს ქართველი ხალხი არასოდეს შევუშინებივართ, მაგრამ წინააღმდეგობები კი ნამდვილად დასაფიქრებელია, საიდან მოდის? რატომ ხდება და რა მიზნებს ემსახურება? ფაქტია, 9 აპრილს მოპოვებული დამოუკიდებლობიდან დღემდე, კვლავ რეალური სახელმწიფოებრიობისთვის და სხვისი ზეწოლის წინააღმდეგ გვიწევს ბრძოლა: ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ; ქვეყანაზე მართვის სადავეების მოპოვებას ითხოვენ ისინი, ვინც მთავარ სტრატეგიულ მეგობრებად ავირჩიეთ; დემოკრატიის სახელით ჩვენი საუკუნოვანი ტრადიციებისა და ეროვნული ღირებულებების მსხვრევა დაიწყეს და კიდევ ბევრი, ჩვენთვის მიუღებელი ფაქტი ხდება. 30 წელი საერთაშორისო ალიანსებში გაწევრიანების გაუთავებელი მოლოდინით ვცხოვრობთ, და ამ დროს მსოფლიო პოლიტიკა იცვლება. იცვლება ისე, რომ შესაძლოა ჩვენი დღევანდელი გზა თანამედროვე გლობალურ პოლიტიკაში, გუშინდელი დღე აღმოჩნდეს და ისევ ახალი პოლიტიკის შემუშავება დაგვჭირდეს.


დღეს 9 აპრილია და ამ გადასახედიდან ბევრს ვფიქრობთ წარსულზეც და მომავალზეც. თუმცა, ფაქტია, რომ დღეს დამოუკიდებლობის იმ გზას ვაგრძელებთ, რომელიც 1989 წელს ქართველმა ხალხმა საკუთარი სისხლის ფასად დაიწყო. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე და უფალს შევთხოვ, იმ გმირების სახელით ერთიანი საქართველოს გამარჯვებას!", - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.