გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ComCom-მა IX, X და XI კლასელებისთვის მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!" მეცხრედ გამოაცხადა

10-04-2023

ComCom-მა, მედიააკადემიასთან ერთად, მედიაწიგნიერების კონკურსი "ნამდვილი თუ მოგონილი?!" გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა 10 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით, IX, X და XI კლასის ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია მიიღოს. კონკურსანტებმა უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში, მათ შორის ინტერნეტში, ტელევიზიასა ან ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი და ამასთან ერთად, დაადგინონ რეალური ფაქტები. კონკურსის ბოლოს, მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ყალბი ინფორმაციისა და სიმართლის აღმოჩენის გზა მათთვის სასურველი ფორმატით, რასაც კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულებს iPhone 14 Pro-ს, HP-ის ლეპტოპსა და iPad 10.2-ს გადასცემს.
 
კონკურსი "ნამდვილი თუ მოგონილი?!", რომელიც მიზნად ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზის, ფაქტების გადამოწმებისა და მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს, უკვე რვაჯერ, წარმატებით ჩატარდა.
 
კონკურსის წესებისა და დეტალური ინფორმაციის გაცნობა კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე, და მედიაწიგნიერების და კომისიის ფეისბუქ გვერდებზეა შესაძლებელი.