გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" ქართული ფილმების კომერციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ახალი პროგრამა დანერგა

11-04-2023

„აწარმოე საქართველოში" ინიციატივით, ქართული ფილმების კომერციალიზაციისა და საერთაშორისო ფესტივალებზე ჩვენების ხელშეწყობის მიზნით, ახალი პროგრამა აამოქმედა.


პროგრამის ფარგლებში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმების ჩვენებები მოეწყობა საერთაშორისო დონის კინოფესტივალებზე . ამასთან, ჩვენებებზე მოწვეული იქნებიან საერთაშორისო გაყიდვების აგენტები და დისტრიბუტორები, რაც ზრდის კონკრეტული ფილმის წარმატებულად გაყიდვის შანსს.


ახალი პროგრამა სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს დღეს გამართულ შეხვედრაზე დეტალურად გააცნო. მისი თქმით, პროგრამის მიზანია, საერთაშორისო ბაზარზე მოხდეს ქართული კინოპროდუქციის პოპულარიზაცია და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.


იმისთვის, რომ კინო ინდუსტრიაში ჩართულმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღოს „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში ამოქმედებულ ახალ პროგრამაში, უნდა იყოს სააგენტოს პროგრამა „გადაიღე საქართველოში" პროგრამის ბენეფიციარი ან ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. ასევე დააკმაყოფილოს რამდენიმე კრიტერიუმი, მათ შორის იყოს რელევანტური კინოფესტივალთან, ფილმის პროდიუსერს ჰქონდეს საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება და სხვა. კრიტერიუმების შესაბამისობას კომისია შეაფასებს.


მიხეილ ხიდურელის თქმით, სააგენტო სრულად დააფინანსებს თავად ფილმის ჩვენების ხარჯებს.


პროგრამაში ჩართვის მსურველებმა მონაწილეობაზე განაცხადი 2023 წლის 11 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით უნდა შეავსონ. გამარჯვებული ფილმები, რომლებიც საერთაშორისო კინოფესტივალზე გაემგზავრებიან, აპრილის ბოლოს გამოვლინდებიან.


სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამის „გადაიღე საქართველოში" ამ ეტაპზე 30 განხორციელებული პროექტია, ჯამურად განხორციელებული ინვესტიცია 200 მილიონ ლარს შეადგენს, ანაზღაურებული თანხა კი 18 მილიონ ლარზე მეტია.