11-04-2023
უკრაინის ომის შემდგომი აღდგენა ომზე უფრო რთული და მეტი საფრთხის შემცველი იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინელ ჟურნალისტთან, ვასილ გოლოვანოვთან ინტერვიუში განაცხადა.უკრაინის ომის შემდგომი აღდგენა ომზე უფრო რთული და მეტი საფრთხის შემცველი იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინელ ჟურნალისტთან, ვასილ გოლოვანოვთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ომის დროს მოწინააღმდეგის პირისპირ უკრაინელების საუკეთესო თვისებები ვლინდება, ომის შემდეგი რეკონსტრუქციისას კი უკრაინელები თავიანთი ყველაზე ცუდ თვისებების წინაშე აღმოჩნდებიან.
„12 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი ჩათვალეთ ლტოლვილად, დანგრეული ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, სახლები, დიდი საგარეო ვალი, სტრუქტურა დემოგრაფიულად შეცვლილია, ერთ დასაქმებულზე სამი პენსიონერი და ბავშვი მოვა, სოციალური დატვირთვა უზარმაზარია. სრულიად გაუგებარია, როგორ დასრულდება ომი და როგორი იქნება დასავლეთისგან საკომპენსაციო მექანიზმები, ზრდის წერტილის თვლა და ნამდვილად თუ დაგვეხმარებიან, როგორი გარანტიები ექნება იმ სტრატეგიულ ინვესტიციებს. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ გვიბლოკავენ საგადასახადო ანგარიშფაქტურებს, ისევ იქნება შემოწმებები და ა.შ. წავა თუ არა ინვესტორი ასეთ ნიადაგზე, საკითხავია.
ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკა, ჩემი აზრით, ზელენსკის მმართველობის ყველაზე სუსტი მხარეა. არ ვიცი, რას ეუბნება ის ხალხი, რომელიც ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს, იგივე ჰეტმანი და სხვები, თუმცა ისინი პოლიტიკურ საფლავში მიათრევენ მას იმ განუკითხაობით, რომელიც ეკონომიკაშია“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
მისი თქმით, „უკრაინას მოუწევს ისეთი რაოდენობის პრობლემების გადაჭრა დემოგრაფიიდან ეკონომიკამდე, რომ მათთან გამკლავება ძალიან რთული იქნება“.
„ამის გამო, პრეზიდენტის რეიტინგი პირველ თვეებში მინიმალური იქნება და მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ვეღარ იქნება ნომერ პირველი კანდიდატი და მას დააბრალებენ ყველა პრობლემას. ამასთან, ფრონტიდან დაბრუნებული 1.2 მილიონი ადამიანი პოსტტრავმული სტრესული აშლილობით, ამავე აშლილობით უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც გადაურჩნენ დაბომბვებს. აუცილებელი იქნება ეკონომიკური სტრუქტურის შეცვლა, რადგან ომის შემდეგ რუსეთთან არავითარი პირდაპირი ვაჭრობა არ იქნება. დანაღმული ტერიტორიების გამო შეუძლებელი იქნება სოფლის მეურნეობის სამუშაოების ჩატარება. დანაღმვის ერთი დღე უდრის განაღმვის სამ დღეს, ანუ წლებზეა საუბარი და მილიარდებზე.
არმია იქნება 300 ათასამდე, დანარჩენები სახლებში დაბრუნდებიან და უმეტესი მათგანი უმუშევარი ან დაბალანაზღაურებადი იქნება, პოსტტრავმული სტრესული აშლილობით. მათი ფსიქოლოგიური დახმარებისთვის კი საჭირო იქნება სახელმწიფო დონეზე ისრაელის, ამერიკის პროგრამებით მომზადდეს 20 ათასამდე ფსიქოლოგი და სავალდებულო გახდეს ადამიანის ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
ამასთან, როგორც არესტოვიჩმა აღნიშნა, „პუტინი არსად გაქრება“.
„პუტინი ხომ არსად გაქრება. ის, სავარაუდოდ, 2024 წლამდე დარჩება და მოიგებს, დაიწყებს მზადებას რევანშისა და კომპენსაციისთვის, რადგან მის ბიოგრაფიაში უკვე იყო პირველი ჩეჩნური რევოლუცია, შემდეგ – მეორე და ის აუცილებლად მოინდომებს მეორე უკრაინულს, კომპენსირებას. სადღაც 2024 წლის მიწურულისთვის, მმართველობის მეორე თუ მორიგ ვადაზე, 2028-2029 წელს შეიძლება, კიდევ სცადოს.
ნათელი პერსპექტივის შემთხვევაში კი უკრაინა უახლოვდება ევროკავშირსა და ნატო-ს, ხდება მისი წევრი, რაც უკვე სხვა ისტორიული ბედი იქნებოდა ქვეყნისთვის. ჩათვალეთ, ჩვენ ოქროს ბილეთი ამოვიღეთ. ახლა ძალიან არასასიამოვნო ვითარებაში ვართ, ჩვენ გადავიხადეთ ოქროს ბარათი სისხლით, გადავიხადეთ და ვიხდით, თუმცა ის, შესაძლოა, არსებითად გაუფასურდეს ასეთი ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელებით“, – განაცხადა არესტოვიჩმა.