გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საკალათბურთო გუნდი „თსუ“ საქართველოს თასის მფლობელია

13-04-2023

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი „თსუ“საქართველოს თასის მფლობელი გახდა. ფინალურ შეხვედრაში თსუ-მ ბათუმის „ბათუმი“ დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 78:76 დაამარცხა.  მატჩის საუკეთესო კალათბურთელად  კი თსუ-ელი კორი ბოუენი დასახელდა. „თსუ“ საქართველოს თასს მეორედ დაეუფლა, უნივერსიტეტის გუნდი პირველად თასის მფლობელი 2006 წელს გახდა.

 

მშობლიური საკალათბურთო გუნდის საგულშემატკივროდ თსუ სტუდენტები, პროფესორები, ადმინისტრაციის თანამშრომლები თსუ მაღლივ კორპუსთან შეიკრიბნენ და  ოლიმპიური სპორტის სასახლისკენ მსვლელობა მოაწყვეს. გულშემატკივართა მხურვალე მხარდაჭერა საგანგებოდ აღნიშნა თსუ-ისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ: „საქართველოს ჩემპიონატს ძალიან აკლია ასეთი გულშემატკივრობა. მათ ძალიან კარგი საკალათბურთო გარემო შექმნეს. ყველამ ისიამოვნა ამ დაძაბული თამაშით, რომლის ბედი ბოლო წუთებში გადაწყდა. ბიჭები ფიზიკურად და ემოციურად ძალიან დაღლილები ვართ, რადგან ორი დღე ზედიზედ მოგვიწია ნახევარფინალისა და ფინალის თამაში. მაგრამ ჩვენდა სასიხარულოდ გავიმარჯვეთ და მოვიპოვეთ თასი. წინ ეროვნული ჩემპიონატია და ყველაფერი ამით არ მთავრდება.“

 

მატჩისშემდეგ თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ გამარჯვება მიულოცა თსუ კალათბურთელებსა და გულშემატკივრებს და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება საუნივერსიტეტო სპორტის, პირველ რიგში კი თსუ-ის გამარჯვებაა: „ძალიან ემოციური დღეა. ვულოცავ თსუ-ს ამ დიდ წარმატებას. ეს არის იმ დიდი ტრადიციის გაგრძელება, რომელიც თსუ-ს ათწლეულების განმავლობაში ჰქონდა სპორტის ამ სახეობაში,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

ფინალამდე  თსუ-მა ნახევარფინალში საკალათბურთო გუნდი „ოლიმპი“  ანგარიშით 87:84 დაამარცხა.