13-04-2023
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.კ. დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ფინანსური დავის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ს. გ.-ს, ხოლო 2002 წელს დაბადებული გ.მ. დაჭრა.პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.კ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.