გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თსუ-ში ქართულ-ფრანგული საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

19-04-2023

მსოფლიო მასშტაბით არსებული პრობლემის - ცენტრსა და პერიფერიებს შორის  ურთიერთობის განხილვას მიეძღვნა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. საკითხი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ენობრივი კონტექსტით განიხილეს საფრანგეთის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების წამყვანი ფრანკოფონული უნივერსიტეტების წარმამადგენლებმა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ამ და სხვა მიმართულებით ურთიერთობის გაძლიერებაზე, აგრეთვე, ფრანგული ენის სწავლა-სწავლების საკითხზე.

 

მულტიდისციპლინარულმა საერთაშორისო კონფერენციამ „ცენტრი და პერიფერია: პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ენობრივი სივრცის ადაპტაცია თანამედროვეობაში“ 18 საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებიგააერთიანა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მიმართა და ვრცლად ისაუბრა ქართულ-ფრანგული ურთიერთობების მნიშვნელობაზე. უნივერსიტეტში ფრანგული ენისა და ლიტერატურის სწავლება დაკავშირებულია ელისაბედ ორბელიანის, საქართველოში პირველი ქალი პროფესორის სახელთან, რომელიც უნივერსიტეტში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყო დაკავშირებული ევროპულ სამყაროსთან და საუნივერსიტეტო ცხოვრება ამის ნათელი დადასტურებაა. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ხაზს უსვამს საუნივერსიტეტო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას. გვაძლევს აზრებისა და ცოდნს გაზიარების შესაძლებლობას, რათა მომავალ თაობებს შევუქმნათ სტაბილური მომავალი,“- განაცხადა თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

 

„ბევრი ფრანგული უნივერსიტეტია  კონფერენციაზე წარმოდგენილი, სადაც განიხილება  მთელს მსოფლიოში არსებული სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხები ცენტრისა და პერიფერიის ურთიერთკავშირის შესახებ. ამასთან, კონფერენცია ხელს შეუწყობს საქართველოსა და  საფრანგეთს   შორის ურთიერთობების მდგრად განვითარებას. საჭიროა უფრო მეტი პროგრამის განხორციელება საქართველოსა და საფრანგეთს შორის,  მეტი ურთიერთთანამშრომლობა უნივერსიტეტებს შორის და  სტუდენტთა მეტი მობილობა ჩვენს ორ ძალიან ახლობელ და მეგობარ  ქვეყანას შორის“, - აღნიშნა  საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ.

 

კონფერენციის ფარგლებში „ქართულ-ფრანგული ურთიერთობების ისტორიაზე რეჟისორ თამარ რუხაძის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო. ასევე მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ორი ქვეყნის ურთიერთოებების ისტორიისადმი მიძღვნილი  გამოფენა.


კონფერენცია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის რომანული ფილოლოგიის კათედრის ფრანგული ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელობისა და ლილის უნივერსიტეტის გამოყენებითი ენების ინსტიტუტის ინიციატივით ჩატარდა.