გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გია აბაშიძე: კელი დეგნანი უფრო ხშირად აკეთებს განცხადებებს, ვიდრე მთავარი პარტიების სპიკერები - ყველა სფეროში ხელის ფათური არცერთი ქვეყნის ელჩის კომპეტენციაა

20-04-2023

საჯარო გამოსვლების სტატისტიკას რომ გადავხედოთ, სავარაუდოდ, ელჩი კელი დეგნანი უფრო ხშირად აკეთებს განცხადებებს, ვიდრე მთავარი პარტიების სპიკერები. ყველა სფეროში ხელის ფათური არცერთი ქვეყნის ელჩის კომპეტენციაა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც გია აბაშიძე აღნიშნავს, სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, ნებისმიერი სხვა ქვეყნის დიპლომატისგან მიუღებელია.

 

მისივე თქმით, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ მოსამართლეების დასანქცირებაში კელი დეგნანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, თუმცა, ქართული საზოგადოების დიდ ნაწილში, აშშ-ის ამ ნაბიჯმა, უკურეაქცია გამოიწვია.

 

„საჯარო გამოსვლების სტატისტიკას რომ გადავხედოთ, სავარაუდოდ, ელჩი კელი დეგნანი უფრო ხშირად აკეთებს განცხადებებს, ვიდრე მთავარი პარტიების სპიკერები. ყველა სფეროში ხელის ფათური არცერთი ქვეყნის ელჩის კომპეტენციაა. სუვერენული საქართველოს შიდა საქმეებში თავხედური ჩარევა კატეგორიულად მიუღებელია ამერიკელი და ნესიმიერი უცხოელი დიპლომატისგან. როგორ მუშაობენ საქართველოს პარლამენტი, სასამართლო და სხვა სახელმწიფო სტრუქტურები, არაა ქალბატონი დეგნანის საქმე. ზღვარგადასულია კადნიერი ნოტაციების კითხვა! ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირებაში დეგნანმა არ ითამაშა უმნიშვნელო როლი. თუმცა, ფართო საზოგადოებაში თუ რა უკუშედეგი გამოიწვია ამ სანქციობანამ, ალბათ უნდა ხვდებოდნენ აშშ-ის საელჩოში.“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.