20-04-2023
ქუთაისში „თიბისი კონცეპტი“ საბავშვო არქიტექტურულ მასტერკლასებზე გეპატიჟებათ.
როგორც „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრები 22 და 24 აპრილს გამოფენის „ლადო ალექსი-მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე” ფარგლებში გაიმართება.
„ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ შემეცნებით და გასართობ მასტერკლასს, სადაც თავად ააწყობენ ლადო ალექსი-მესხიშვილის მიერ დაპროექტებული შენობის სანატორიუმი „იმერეთის” სამგანზომილებიან მაკეტს.
მასტერკლასს უხელმძღვანელებენ VA[A]DS-ის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტები, ნიკა ცაგარეიშვილი და ვაჟა ჯაფარიძე, რომლებმაც ასევე იმუშავეს გამოფენაზე წარმოდგენილი მაკეტების შექმნაზე. მასტერკლასი განკუთვნილია 9-14 წლის მოზარდებისთვის. მასტერკლასები ჩატარდება ქუთაისში, „თიბისი ბანკის“ ცენტრალურ ფილიალში, ი. გრიშაშვილის ქუჩის 26 ნომერში, მეორე სართულზე. შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია www.conceptevents.ge -ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ დასწრებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.