გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ოთარ შამუგია: 2022 წელს, საქართველოდან, მსოფლიოს 96 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული, 1.3 მილიარდამდე აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია

20-04-2023

„სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობით, კერძო სექტორის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარების შედეგია ბოლო 10 წელიწადში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის თითქმის 147%-იანი ზრდა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2022 წელს, საქართველოდან, მსოფლიოს 96 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული, 1.3 მილიარდამდე აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 34%-ით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს, ხოლო 10.5%-ით 2021 წლის მაჩვენებელს. 


ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის უფრო მზარდი ტენდენცია ფიქსირდება 2023 წელს. პირველი კვარტლის მონაცემებით, ექსპორტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-იანი ზრდაა, ხოლო ევროკავშირში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 21%-ით არის გაზრდილი.