გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოთარ შამუგია: ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესია ახალი დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბება და მართვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად

20-04-2023

 „2022 წელს, ჩვენ აქტიურად გავაგრძელეთ მუშაობა დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით, შევქმენით ახალი დაცული ტერიტორიები რაჭაში, შიდა ქართლში, ზემო იმერეთში. შესაბამისად, დაცული ტერიტორიების ფართობი 116.7 ათასი ჰექტრით გაიზარდა. დღეისათვის, დაცული ტერიტორიების მთლიანი ფართობი 912 ათასზე მეტ ჰექტარს შეადგენს,  რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13%-ია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.


აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების დაცვა-მონიტორინგისა და პატრულირების გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. 2022 წელს, დაცულ ტერიტორიებზე დაინერგა პატრულირების თანამედროვე SMART სისტემა.