გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ოთარ შამუგია: 2022 წელს, UNESCO-ს გადაწყვეტილებით, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში პირველად დაარსდა ორი ბიოსფერული რეზერვატი ახმეტისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში

20-04-2023

„საქართველოს უნიკალურმა ბიომრავალფეროვნებამ UNESCO-სგან მეორედ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. 2021 წელს, საქართველოს 4 დაცული ტერიტორიის: კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკების, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიების მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში დამატების შემდეგ, 2022 წელს, UNESCO-მ ,,დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი’’ (დედოფლისწყარო) და ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი’’ (თუშეთი) აღიარა და ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეიტანა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში  „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.


აღსანიშნავია, რომ ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, არცერთ ტერიტორიას არ ჰქონია. ,,დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი’’ და ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი“ წარმოადგენს პირველ პრეცედენტს რეგიონის მასშტაბით.