გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოთარ შამუგია: ტყის ახალმა კოდექსმა ჩამოაყალიბა ტყის მდგრადი მართვის მნიშვნელოვანი პრინციპები

20-04-2023

 „ქვეყანამ სატყეო სექტორში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და დღეისათვის, უკვე არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო - ტყის ახალი კოდექსი“, - განაცხადა  ოთარ შამუგიამ, საქართველოს პარლამენტში„მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, კოდექსმა ჩამოაყალიბა ტყის მდგრადი მართვის მნიშვნელოვანი პრინციპები. ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს საქმიანი ეზოების მოწყობა იმისთვის, რომ ეტაპობრივად დაინერგოს ხე-ტყის დამზადებისა და სატყეო მეურნეობის წარმოების მდგრადი სისტემა. 2023 წლის მდგომარეობით, მოწყობილია 40-მდე საქმიანი ეზო. დამატებით, წლის ბოლომდე, დაგეგმილია 20-მდე ახალი საქმიანი ეზოს მოწყობა.


„საქმიანი ეზოების“ ჩამოყალიბება და ხე-ტყის მდგრადად მართვის მექანიზმების დანერგვა, სპეციალისტების გადამზადება და ამ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, არის უმთავრესი წინაპირობა სატყეო სექტორის რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში პირველად ჩატარდა ტყის ეროვნული აღრიცხვა; შედეგად, მომზადდა ანგარიში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ.