გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ოთარ შამუგია: 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ტყის აღდგენა-გაშენების სამუშაოები 1000 ჰა-ზე მეტ ფართობზე განხორციელდა

20-04-2023

2023 წელს, ტყის აღდგენა 1500 ჰა ფართობზეა დაგეგმილი. ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებების მასშტაბების გაზრდის და სამუშაოებში საზოგადოების მაქსიმალურად ჩართვის უზრუნველსაყოფად, შემუშავდა მოხალისეობრივი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც, ფიზიკური და იურიდიული პირების მხარდაჭერით, იგეგმება  ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება. 2030 წლამდე, ჯამში, ტყის აღდგენის ღონისძიებები 15000 ჰა ფართობზე განხორციელდება.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში  „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ კვლავ გამოწვევად რჩება ტყით უკანონო სარგებლობა.


„2023 წელს, ტყის დაცვის ფუნქციის გაძლიერების და სატყეო კანონმდებლობის შეუფერხებლად აღსრულების მიზნით, გაიზარდა ტყის მცველების რაოდენობა; დღეისათვის, ჯამში, საქართველოს ტყის რესურსების დაცვას 500 ტყის მცველი ემსახურება“, - განაცხადა მინისტრმა.