გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მარტვილის სოფელ გაჭედილში გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს

27-07-2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი იზა წ, ხოლო დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში მცხოვრები მოქალაქე კახა ბ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ კახა ბ-მ, რომლის ოჯახსაც ზუგდიდის ადგილობრივი არქივის მონაცემებით ერიცხება 7700 კვ.მ ფართობის საკარმიდამო ნაკვეთი, გადაწყვიტა აღნიშნული ჩანაწერის გამოყენებით თაღლითური გზით, მის სახელზე დაერეგისტრირებინა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში, მის ნაკვეთთან ახლოს მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 6001 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ამ მიზნით საკადასტრო აზომვითი ნახაზი შეადგინა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა იზა წ-მ არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა, სათანადოდ არ გამოიკვლია წარმოდგენილი დოკუმენტაცია და გამოსცა ბრძანებები, რომელშიც მიუთითა, რომ კახა ბ-ს მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურია, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
აღნიშნული დოკუმენტის გამოყენებით კახა ბ-მ 6001 კვ.მ. ფართობის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 30005 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი მის სახელზე უკანონოდ დაირეგისტრირა.
გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს), დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე (სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
აღნიშნული მიწის ნაკვეთი გამოძიების მიერ დაყადაღებულია და დაწყებულია პროცედურები ნაკვეთის სახელმწიფოსთვის დასაბრუნებლად.