გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ოთარ შამუგია: 2022 წელს, ბერნის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის მიერ დამტკიცდა საქართველოს ზურმუხტის ქსელის 66-ვე ტერიტორია

20-04-2023

საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს ბიომრავალფეროვნების კანონზე, რომელიცწლის განმავლობაში, პარლამენტს წარედგინება განსახილველად.


„ბიომრავალფეროვნების კანონი შესაბამისობაში იქნება ევროპულ მოთხოვნებთან და საშუალებას მოგვცემს, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პარალელურად, უზრუნველვყოთ ბიომრავალფეროვნების დაცვა, რაც ჩვენთვის პრიორიტეტია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წელს, ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ (ბერნის) კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის მიერ დამტკიცდა საქართველოს ზურმუხტის ქსელის 66-ვე ტერიტორია, რაც ქვეყნის ტერიტორიის 18.7%-ს შეადგენს და რითაც საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ბიომრავალფეროვნების დაცვის ევროპულ სტანდარტებს. ამჟამად, უმნიშვნელოვანესია არსებული ზურმუხტის ქსელის მდგრადი მართვის უზრუნველყოფა, უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით.