გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ოთარ შამუგია: 2022 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო ნარჩენების მართვის ხუთწლიანი (2022-2026 წწ) ეროვნული სამოქმედო გეგმა და ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია

20-04-2023

„ნარჩენების მართვის სფერომ, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ჩამოყალიბდა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობა, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის ნარჩენის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში 2022 წლის ანგარიშის წარდგენის დროს.

 

როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, 2022 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო ნარჩენების მართვის ხუთწლიანი (2022-2026 წწ) ეროვნული სამოქმედო გეგმა და ნარჩენების მართვის განახლებული ეროვნული სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს იმ ძირითად პრიორიტეტებს, რაზეც ქვეყანამ მუშაობა უნდა გააგრძელოს მომდევნო წლების განმავლობაში. პრიორიტეტებად განსაზღვრულია ნარჩენებით გარემოს დაბინძურების პრევენცია, ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვა და შეგროვებული ნარჩენების გადამუშავების ხელშეწყობა.