გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ოთარ შამუგია: ევროკავშირის მხარდაჭერით, კვლავ გრძელდება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის მიმართულებით სისტემური ნაბიჯების გადადგმა და თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ღონისძიებების განხორციელება

20-04-2023

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სამინისტროს საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას,  საქართველოში ბირთვული უსაფრთხოების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა იმ ინსტიტუციურ და მარეგულირებელ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც2015 წლიდან დღემდე, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელდა.


„ეს პროგრესი აღიარებულია, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ასევე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ. ევროკავშირის მხარდაჭერით, კვლავ გრძელდება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის მიმართულებით სისტემური ნაბიჯების გადადგმა და თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ღონისძიებების განხორციელება. პარლამენტში განიხილება ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონპროექტი, რომელიც შევიმუშავეთ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეკომენდაციების შესაბამისად და მის მიზანს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ეროვნული სისტემების გაძლიერება წარმოადგენს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.