გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ოჩხამურში სტიქიით დაზარალებულ 8 ოჯახს ბინები გადაეცა

27-07-2018

დაბა ოჩხამურში სტიქიით შედეგად დაზარალებული 8 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნო. ინფორმაციას "აჭარის მთავრობა" ავრცელებს.

აჭარის მთავრობის მეთაური დაზარალებულ ოჯახებს პირადად შეხვდა და მათ ახალი საცხოვრებელი მიულოცა. პროექტის განსახორციელებლად 265 ათასამდე ლარი დაიხარჯა.

რიჟვაძემ აჭარის მთავრობის წევრებს მოქალაქეებთან ხშირი კომუნიკაციისკენ მოუწოდა.

„დღეს ჩვენ გვაქვს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი და მოსახლეობასთან შეხვედრები. მოვუწოდებ ხელისუფლების წარმომადგენლებს ხშირი კომუნიკაცია იქონიონ მოსახლეობასთან, რათა იცოდნენ, რა აწუხებთ მათ და რა პრობლემები აქვთ“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურად თორნიკე რიჟვაძე 21 ივლისს დაამტკიცა.

imedinews.ge