გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოლომონ პავლიაშვილმა გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობების საკითხები განიხილა

21-04-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტის (PTB) წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობების საკითხები განიხილეს.

სოლომონ პავლიაშვილმანარჩენების მართვის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა და ყურადღება ნარჩენების მართვის კოდექსის, ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტების შემუშავების მნიშვნელობაზე გაამახვილა.


„ნარჩენების მდგრადი მართვა და განვითარება მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვას, რაც, თავის მხრივ, მწვანე ეკონომიკის მოდელის აღსრულების ინსტრუმენტს და ნარჩენების მართვის მაღალ სტანდარტს წარმოადგენს“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


საუბარი შეეხოქვეყანაში ეკომეგობრული ტექნოლოგიების შესაბამისობების დადგენისთვის სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის გაძლიერებისა დანარჩენების გადამმუშავებელი საწარმოების წახალისების მნიშვნელობის საკითხებს.


აღსანიშნავია, რომ გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტი (PTB), საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, რამდენიმე ათწლეულია საქართველოში პროექტებს ახორციელებს მეტროლოგია, სტანდარტიზაცია, აკრედიტაცია, შესაბამისობის შეფასება და სხვა მიმართულებებით.


შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.