გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საგარეჯოში მცხოვრები 23 წლის მამაკაცი ნადირობის დროს ხევში გადავარდა და გარდაიცვალა

27-07-2018

უბედური შემთხვევა მოხდა კახეთში. საგარეჯოში მცხოვრები 23 წლის გიორგი ენუქაშვილი ნადირობის დროს ხევში გადავარდა. შემთხვევა ლაგოდეხის ტყეში მოხდა. 
ახალგაზრდა მამასთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა და ათეული მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. გარდაცვლილი ახალგაზრდის ცხედარს მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. სამუშაოებში თბილისიდან ჩასული სამაშველო ჯგუფები, მოგვიანებით კი ვერტმფრენი ჩართეს. 
ცხედარი მაშველებმა რამდენიმე ხნის წინ ამოიყვანეს და გურჯაანის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"