გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი: მთელ მსოფლიოში, არც ერთი სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს ამ მედიკამენტებით მკურნალობას, ჩვენ გვეუბნებიან, რომ საქართველო იყოს გამონაკლისი და უპასუხისმგებლოდ ჩავერთოთ ამ პროგრამაში, რაც დაუშვებელია

24-04-2023

მთელ მსოფლიოში, 200 ქვეყანაში არც ერთი სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს ამ მედიკამენტებით მკურნალობას, ჩვენ გვეუბნებიან, 200 ქვეყნიდან საქართველო იყოს გამონაკლისი და უპასუხისმგებლოდ, პოპულისტურად ჩავერთოთ ამ პროგრამაში, რაც არის დაუშვებელი. ჩვენ რომ ვიყოთ უპასუხისმგებლო პოპულისტები, ალბათ ამ 10 მლნს გამოვყოფდით და დავიწყებდით დაფინანსებას, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, არ არის სწორი. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ჩვენ ვუყურებთ კანონებს, წესებს და რა თქმა უნდა ვეყრდნობით უფრო კვალიფიციურ აზრს და აზრებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 


პრემიერმა მიმართა ფარისეველ პოლიტიკოსებს, დაასრულონ ამორალური ქმედება და ნუ იყენებენ ამ ადამიანებს საკუთარი ინტერესებისთვის. 


„აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენ დაველოდებით რამდენიმე თვე, მუდმივად გვექნება ინფორმაცია, ჩვენ გვაქვს კონტაქტი ასევე ამ წამლის მწარმოებელ კომპანიასთან, ჯანმოსთან, ევროპის ქვეყნებთან, ყველასთან, ამერიკასთან და როგორც კი გადაწყდება აღნიშნული საკითხი, რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს ამ გაიდლაინით მკურნალობას, ჩვენც ჩავერთვებით პროგრამაში. ეს არის ჩვენი პოზიცია. მე მინდა მივმართო ასევე ყალბ, ფარისეველ პოლიტიკოსებს, რომ მათი ეს ყოველგვარი ამორალური ქმედება დაასრულონ. და ნუ იყენებენ ამ ადამიანებს.  ნუ იყენებენ ამ ადამიანების მშობლებს ამ ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის,"- განაცხადა პრემიერმა.