გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ანაპის დელფინარიუმიდან გამოქცეული სელაპი მიშიკო ქობულეთში აღმოჩნდა (ვიდეო)

30-07-2018

დელფინარიუმიდან გამოქცეული სელაპი მიშიკო ქობულეთში აღმოჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სელაპის ქობულეთში ყოფნის ამსახველი ვიდეოკადრები Facebook-ის მომხმარებლებმა გამოაქვეყნეს.

მიშიკო ანაპიდან მაისში გამოიქცა. ის შემდეგ აფხაზეთში დაიჭირეს, ცოტა ხანს ბიჭვინთაში ჰყავდათ, მაგრამ იქიდანაც გამოიქცა, აღმოჩნდა ფოთთან ახლოს პალიასტომის ყტბაში, შემდეგ კი ქობულეთამდე მიცურა.

„გუშინ ის გამოვიდა პალიასტომიდან, ჩვენ ძნელად წარმოგვედგინა, რომ მოახერხებდა იქიდან გამოსვლას, მაგრამ გამოვიდა. გუშინ დააფიქსირეს ქუბულეთი-შეკვეთილის მიდამოებში, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალები. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის კიდევ დაიძვრება სამხრეთით და შეიძლება რამდენიმე დღეში ბათუმის მიდამოებშიც გამოჩნდეს", — განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ გუჩმანიძემ ტელეარხის ეთერში.

სპეციალისტი ადამიანებს ურჩევს, სელაპის აღმოჩენის შემტხვევაში, მასთან კონტაქტს არ ეცადონ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ის დელფინარიუმში გაიზარდა, შეიძლება საშიში აღმოჩნდეს.




sputnikgeorgia