გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი უნგრეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა

25-04-2023

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სამუშაო ვიზიტით უნგრეთში იმყოფება.


ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ლაშა ხუციშვილი უნგრეთის ვიცე-პრემიერსა და ფინანსთა მინისტრს, მიჰაი ვარგას შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე. ფინანსთა მინისტრმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარების, მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების შესახებ.


ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში დაწყებული სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას.


კერძოდ, საუბარი შეეხო კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის ისტორიულ პროექტს, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაზრდასა და რეგიონის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას.


შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფების მიმართ.


შეხვედრას დაესწრნენ უნგრეთის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ტიბორ ტოტი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი.