გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

8-10 ივნისს ZEG Tbilisi Storytelling Festival გაიმართება

26-04-2023

8-10 ივნისს თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG Tbilisi Storytelling Festival გაიმართება. ფესტივალი მოიცავს პანელურ დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, „ვორქშოფებს“, ქალაქის ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს.

„ფესტივალი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხებს გაგვიზიარებენ“, - აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

ZEG Tbilisi Storytelling Festival-თან დაკავშირებით პრესკონფერენცია 27 აპრილს, 13:00 საათზე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართება. 


ZEG Tbilisi Storytelling Festival ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალია რეგიონში, რომელიც Impact Hub Tbilisi-სა და Coda Story-ის მიერ 2019 წელს დაარსდა.  


ფესტივალის მხარდამჭერები არიან: რადიო თავისუფლება, ამერიკის საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, თიბისი კონცეპტი, VISA, European Press Prize, Open Society Foundation, IREX, Setanta Sports, Creative Europe, Windfor’s, IPI, აჭარა ჯგუფი, Enkeny Films, ჟუჟუნა ღვინო.