გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ლატარია: რუსული პასპორტით მორბენალი კობა ნაყოფია ნეტავ ვის საქმეს აკეთებს?

27-04-2023

ექსპერტი ირაკლი ლატარია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კობა ნაყოფიას განცხადებას ეხმიანება, რომელსაც ეჭვიც არ ეპარება, რომ „თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება - ოპოზიცია უნდა იყოს მზად და სტრატეგიულ საკითხებზე შეთანხმებული“.


როგორც ლატარია აღნიშნავს, აი როგორ იქცევიან რეალური მტრები და რაზე ოცნებობენ.


„აი რა უნდათ რეალურად... ყველაფერს აკეთებენ, რომ არ მოგვცენ სტატუსი, შემდეგ უნდათ არეულობის მოწყობა, შემდეგ სამოქალაქო დაპირისპირება და ამას მოაყოლებენ ომსაც... აი როგორ იქცევიან რეალური მტრები.... აი რაზე ოცნებობენ რეალურად... არა ნუ, საქართველოს კი არა, მგონი მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს ამათზე დიდი მოღალატეები და საკუთარი სამშობლოს მოძულენი .... რუსული პასპორტით მორბენალი, რუსი ბიზნესმენი ნაყოფია _ ნეტავ ვის საქმეს აკეთებს? ნეტავ, ვისი ოცნების ასრულება სურს? მართლა რა გახდა ამათი ყველასი ერთად შეყრა ერთადერთი მუხლით _ სამშობლოს ღალატი!“- წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.