გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ბაქრაძე, გირჩი, აგენტი ელისაშვილი, ამერიკის ელჩს ფეხსაცმელს ულოკავდნენ და მონებივით ექლასუნებოდნენ, ეს გულისამრევი იყო - შალვა ნათელაშვილი

27-04-2023

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, რომ "თავი გაანებონ ისტორიის" გაყალბებას.

 

ამის შესახებ ნათელაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

 

"თავი დაანებეთ ისტორიის გაყალბებას, თუ გინდათ, რომ გყავდეთ ღირსეული მოკავშირე" - აღნიშნა ნათელაშვილმა.

 

მისივე თქმით, თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მონებს ეძებენ და მონები უნდათ, "ლეიბორისტული პარტია" მონა არასდროს გახდება.

 

შალვა ნათელაშვილმა გაიხსენა ოპოზიციონერებისა და შეერთებული შტატების ელჩის ურთიერთობა და აღნიშნა, რომ ქართველი ოპოზიციონერების უმეტესობას სწორედ მონური დამოკიდებულება ჰქონდა ამერიკის ელჩისადმი.

 

"მე რაც ვნახე შეერთებული შტატების ელჩთან პარტიის ლიდერების ქცევები, ეს იყო გულისამრევი... მე იქ მონებს ვუყურებდი!"- განაცხადა პირველმა ლეიბორისტმა.

 

შალვა ნათელაშვილმა ის პოლიტიკოსებიც ჩამოთვალა, ვინც აშშ-ს ელჩს ემონებოდნენ.

 

"ეს ბაქრაძე, ეს გირჩი, ეს აგენტი ელისაშვილი, როგორც მონები ისე ექლასუნებოდნენ და ფეხსაცმელს ულოკავდნენ. ჩვენგან მონას ვერ მიიღებთ. სწორედ ეს არ მოსწონთ პირველ რიგში"- განაცხადა ნათელაშვილმა.