28-04-2023
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით 100-100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით 100-100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ახალი 2023-2024 სასწავლო წლიდან სუფსასა და ხაჯალიაში მცხოვრები ბავშვები ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაღებში გააგრძელებენ სააღმზრდელო პროცესს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში წელს დამატებით 5 საბავშვო ბაღის მშენებლობის დაწყება იგეგმება. ამით ჯამში სრულად აღმოიფხვრება ამ კუთხით არსებული ინფრასტრუქტურული საჭიროებები- აღნიშნა ლანჩხუთის მერმა.
პროექტის ღირებულება ჯამში 8 200 000 ლარია.
სამუშაოები ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან ერთად დაათვალიერა.