გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნიკოლოზ სამხარაძე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

28-04-2023

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, დიანა იანსეს შეხვდა.


საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება და ქვეყანაში გატარებული რეფორმები. შეხვედრისას განიხილეს ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური ვითარება, მათ შორის საპარლამენტო დღის წესრიგი, პარტიებს შორის თანამშრომლობა და პოლარიზაციის შემცირების გზები; აგრეთვე, უკანასკნელ პერიოდში საქართველოში საერთაშორისო თაღლითობის გამოვლენილი ფაქტები.


ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებასა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე. სტოკჰოლმი მზადაა საქართველოს დახმარება აღმოუჩინოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ნებისმიერი მიმართულებით.


საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა შვედეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ირაკლი ხუცურაული.