გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ Xprimm-ის საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენციის გენერალური მხარდამჭერია

28-04-2023

  • ღონისძიების მიზანი ქართული სადაზღვევო ბაზრის განვითარება და კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

თბილისი 4-5 მაისს დაზღვევის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. მასშტაბური ღონისძიება საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება და მისი გენერალური სპონსორი "ჯიპიაი ჰოლდინგია“. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით კომპანიის არასიცოცხლის დაზღვევის დირექტორი, ირაკლი დვალი მიმართავს. გამოსვლის თემა ავტომფლობელის მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების პერსპექტივები იქნება: რა გავლენას მოახდენს სავალდებულო დაზღვევის შემოტანა ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე, ეკონომიკურ განვითარებასა და სოციალურ კეთილდღეობაზე.

Xpimm-ის საერთაშორისო კონფერენციის პირველ დღეს დელეგატები საქართველოს სადაზღვევო ბაზარს მიმოიხილავენ, იმსჯელებენ მიღწევებსა და პოტენციალზე. ღონისძიების უცხოელი სპიკერები ევროპისა და სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით გაუზიარებენ მონაწილეებს ტექნოლოგიურ და სხვა სიახლეებს.


ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება 2022 წლის ბაზრის მონაცემები. საუბარი შეეხება ინდუსტრიის თითქმის ყველა მიმართულებას - მათ შორის ავტომობილების დაზღვევის კუთხით არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებს, ტექნოლოგიურ სიახლეებს. კონფერენციის მეორე ნაწილი კი ქონების დაზღვევევის საკითხებს დაეთმობა. ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ, კლიმატის ცვლილების კონტექსტში, მომატებულ საფრთხეებზე, სოფლის მეურნეობის დაზღვევაზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაზე.


კონფერენციის მეორე დღეს - 5 მაისს, მთავარი თემა Solvency II-ზე გადასვლა იქნება. მონაწილეები განიხილავენ სიახლის პრაქტიკულ ასპექტებს. ცვლილება ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად დაინერგა.


Xprimm-ის საერთაშორისო კონფერენციის მიზანი ქართული სადაზღვევო ბაზრის განვითარება და კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაა. ღონისძიებას 150-მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის ადგილობრივი და უცხოური სადაზღვევო კომპანიების, ბროკერების, ITპროვაიდერების, საჯარო სექტორის, ფინანსური ინსტიტუციებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.