გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ქ. ჟენევაში "განვითარების სამიტს" უმასპინძლა

3-05-2023

2-3 მაისს მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ქ. ჟენევაში "განვითარების სამიტს" უმასპინძლა, სადაც მონაწილეობას სახელმწიფო დელეგაციები, ექსპერტები, მეცნიერები და ცნობილი ადამიანები მონაწილეობდნენ.


ღონისძიების ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი მომავლის სამუშაო ადგილებს შეეხებოდა, რომელიც სპეციალური კვლევის სახით გამოიცა და საქართველოდან პარტიონი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი გახლდათ.


ღონისძიებაზე პარტნიორი ორგანიზაციის ხელმძღვანელის სტატუსით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორი, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფ. ვახტანგ ჭარაია მონაწილეობდა. აღნიშნული თანამშრომლობა პირველია, სადაც ქართული საგანამანათლებლო სივრცის წარმომადგენელი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან თანამშრომლობით ინტერნაციონალურ და ინტერდისციპლინურ კვლევას აქვეყნებს. კვლევის დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ - https://www.weforum.org/reports/the-future-of-jobs-report-2023/in-full