გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პროფესიული გადამზადების პროგრამა - ,,ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ დაიწყო

4-05-2023

პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - ,,ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია" სასწავლო პროცესი დაიწყო. პროგრამის ფარგლებში დეფიციტურ პროფესიას 17 ახალგაზრდა ეუფლება.


პროგრამის მიზანია ტყის ტაქსაციის სპეციალისტების (მეტყევე-ტაქსატორი) მომზადება, რომლებიც განახორციელებენ ტყის ინვენტარიზაციის საველე სამუშაოებს, შეძლებენ ტყეში აზომვითი და შეფასებითი სამუშაოების ჩატარებასა და სატყეო ღონისძიებების დაგეგმვისა და ტყის მართვის გეგმების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას. პროგრამა მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს; ესენია: კარტოგრაფიულ მასალებთან მუშაობა, საველე პირობებში ტყის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ მონაცემთა შეგროვება, ანალიზსა და კამერალურ დამუშავება, სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დანიშვნა და დოკუმენტაციის შექმნა, მათ შორის, ინვენტარიზაციის საბოლოო პროდუქტის - ტყის მართვის გეგმის მომზადება.


პროგრამაზე სწავლა უფასოა. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები მიიღებენ სერტიფიკატს და შესაძლებლობა ექნებათ, დასაქმდნენ ეროვნულ სატყეო სააგენტოში.


,,ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია" ხორციელდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით. პროგრამა შემუშავდა და განხორციელების უფლება მოიპოვა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით პროექტის - „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების მოდერნიზაციის ხელშეწყობის პროცესში სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის საკითხებზე განათლების ხელშეწყობა“, - ფარგლებში.